top of page

ასიზი_წმინდა ქალაქი იტალიაში.

  • Writer: Personal TM
    Personal TM
  • Jun 5, 2018
  • 1 min read

იტალიის ცენტრში, კერძოდ კი უმბრიაში მდებარეობს ეს შუა საუკუნეების დროინდელი ქალაქი, რომელიც მიუხედავად მცირე ზომისა, უამრავ ღირსშესანიშნაობას სთავაზობს ტურისტებს. ასიზი ასევე ცნობილია ღვინით, საკვებით, რელიგიური და ხელოვნების ფესტივალებით. წლის განმავლობაში ასიზელები და მათი სტუმრები აღნიშნავენ ისეთ დღესასწაულებს, როგორიცაა: "Calendimaggio"

_ ეს ფესტივალი რომაული მითოლოგიიდან იღებს სათავეს და გაზაფხულის დაბრუნებას ეძღვნება. ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადგილობრივები მთელი დღის მანძილზე აცოცხლებენ უძველეს კულტურას. ეს დღესასწული ყოველ წელს მაისის პირველ შაბათ-კვირას იმართება და შესანიშნავი შესაძლებლობაა ტურისტებისთვის ქვეყნის კულტურის უკეთ გასაცნობად.

ასიზის არქიტექტურა უძველესია. ეს ქალაქი ცნობილია, როგორც რომანულ-კათოლიკური ეკლესიის ფრანცისკანელთა ორდენის დამაარსებლის წმინდა ფრანჩესკო ასიზელის მშობლიურ ქალაქი. აქვეა ასიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა

სან-ფრანჩესკოს ბაზილიკა, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება.

ეკლესია იმითაცაა გამორჩეული, რომ ის იტალიაში ადრეული გოთიკური სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია და მისი ფრესკები რომისა და ტოსკანის იმდროინდელ მხატვრებს ეკუთვნით, მათ შორისაა ჯოტოს 28 კრესკა.

ქალაქის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა მინევრას ტაძარი, რომელსაც მეორენაირად უმბრიულ პანთეონსაც უწოდებენ. შენობა 1953 წლით თარიღდება. მისი განახლება მოხდა მე-17 საუკუნეში ბაროკოს სტილში, დღეს კი აქ ეკლესია ფუნქციონირებს, რომელიც სანტა-მარია-სოპრა-მინერვას სახელობისაა.

ეს არის მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ რამდენად მრავალფეროვანია და განსაკუთრებულია ეს პატარა ქალაქი, თავისი არქიტექტურით, ისტორიით, კულტურით. ყველა ქალაქს აქვს გამორჩეული ადგილი საიდანაც საუკეთესო ხედი იშლება, ასიზიც არაა გამონაკლისი, The Rocca Maggiore არის რვაასი წლის წინ აშენებული ციხესიმაგრე, საიდანაც შეგიძიათ გადახედოთ მთელ ქალაქს.

და ბოლოს, უნდა აღნინიშნოს, რომ საოცარია ამ ქალაქში ღამე სეირნობა, განსაკუთრებული ატმოსფერო და სიმშვიდე იგრძნობა, მიუხედავად იმისა რომ ტურისტული ქალაქია.


 
 
 

Comments


bottom of page