ტოპ-5 ქალაქი საუკეთესო შობის გასატარებლად
- Personal TM
- Oct 23, 2018
- 1 min read
Updated: Nov 9, 2018
ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ წინა წლის ყველაზე გამორჩეული საშობაო ქალაქები, რათა არჩევანის გაკეთება უფრო გაგიადვილდეთ, სად გაატარებთ შემდეგ შობას.
პრაღა_ ქალაქი რომელიც გამორჩეულია წლის ყველა სეზონზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ შემოდგომა და ზამთარი გასაკუთრებულია პრაღაში. 1 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით ქალაქი საშობაოდ ირთვება, ეწყობა კონცერტები ღია ცის ქვეშ და იმართება საახალწლო ბაზრობა, რაც ამ ისედაც რომანტიულ ქალაქს ორმაგად მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის ვიზიტორებისთვის.

ვენა _ ვენა 17 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით საშობაო ბაზრობას მართავს, ხოლო 6 იანვრის ჩათვლით კი საახალწლოს, ეს არის ქალაქი სადაც ათეულობით საშობაო სოფელი ეწყობა, ასე რომ განწყობა მთელს ქალაქში იგრძნობა. ამ საიტზე კი შეგიძლიათ დეტალურად გადახედოთ ინფრომაციას, სად რა ღონისძიებებია დაგეგმილი, რაც დაგეხმარებათ მოკლევადიანი მოგზაურობის ეფექტურად დაგეგმვაში.

ფრანკფურტი_ გერმანია ევროპის ის ქვეყანაა, რომელიც საინტერესო საშობაო ატმოსფეროს ქმნის სხვადასხვა ქალაქში, თუმცა გამორჩეულია ფრანკფურტი, რომლის ისტორიული ცენტრი საგანგებოდ ირთვება და ყოველწლიურად ახერხებს ტურისტების აღფრთოვანებას.

პარიზი
_ ყიველთვის და ყველა სეზონზე გამორჩებული ქალაქი, არც შობის აღნიშვნით ჩამოუვარდება ევროპის სხვა ქალაქებს. აქ ძირითადი საშობაო ბაზრობა გალერია ლაფაიეტში იმართება, რომელსაც სპეციალურად რთავენ საახალწლოდ.

რომი
_ და ბოლოს იტალია, თავისი მისტიური გარემოთი, თუ გაგიმართლათ და დათოვლილი მილანი, რომი ან ვენეცია ნახეთ საშობაო მოგზაურობისას, მაშინ ჩათვალეთ რომ ნამდვილად იღბლიანი ხართ, რადგან ეს გახდება ერთერთი დაუვიწყარი მოგზაურობა თქვენთვის.

Comentarios