"სვაროვსკის კრისტალების სამყარო"
- Personal TM
- Jun 8, 2018
- 1 min read
ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკთან ახლოს არის 1995 წელს შექმნილი თანამედროვე ხელოვნების ეს შესანიშნავი ნიმუში, სვაროვსკის ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად. თუმცა უნდა ითქვას, რომ მხოლოდ სვაროვსკის მოყვარულები არ სტუმრობენ ამ ადგილს, მიწისქვეშ განთავსებული ეს მუზეუმი და მისი ბაღი სხვადასხვა არტისტების შექმნილი სივრცეა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.
მისი ინტერიერი ოთახებად არის დაყოფილი და კრისტალების სხვადასხვა ვარიაციას წარმოადგენს. 16 არტისტის განსხვავებული ინსტალაცია და ბაღის თანამედროვე არქიტექტურა წლის განმავლობაში განსხვავებული სანახავია. მუზეუმის გარდა აქ შეგიძლიათ დაესწროთ ფესტივალებს, კინოჩვენებებს, იოგას კლასს, ან უბრალოდ ისაუზმოთ კაფეში და შეიძინოთ სვაროვსკის აქსესუარი.
მუზეუმის ბილეთი 19€ ღირს და ინსბრუკიდან დღეში 5-6_ ჯერ დადის ავტობუსი. 20 წუთში აღმოჩნდებით ამ განსაკუთრებულ ადგილზე, რომელიც დღის სასიამოვნო გასატარებლად უამრავ შესაძლებლობას იძლევა.
ეს ვიდეო "სინათლის ფესტივალის" დროს არის გადაღებული, რომელიც ყოველ წელს იანვრის ბოლოს იმართება.
Comments