რუმინეთის ცენტრში (ტრანსილვანიაში) , ტყით გარშემორტყმული ეს მისტიური სასახლე XIV საუკუნით თარიღდება და მოიხსენიებენ როგორც "ბრანის" ან "დრაკულას ციხე-კოშკს". დღესდღეობით ტურისტებისთვის ასეთი მიმზიდველი და პოპულარული ადგილი, შუა საუკუნეებში ყველაზე სასტიკი და ცნობილი თავადის_ ვლადისლავ ცეპეშის საკუთრება იყო, სწორედ ის გახდა მე_19 საუკუნის ირლანდიელი მწერლის ბრემ სტოკერის შთაგონების წყარო და მან შექმნა ამბავი სისხლისმსმელ ვამპირ დრაკულზე, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით გრაფის სისასტიკეზე გვიყვება.
დღეს ეს სასახლე მთელი წლის განმავლობაში ღიაა ვიზიტორებისთვის, ეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ყველაზე ცნობილია ჰელოუინი, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იმართება. ასევე ხშირად იმართება მუსიკალური საღამოები, კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მოსმენა საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ამ გარემოში.
უფრო მეტიც, შეგიძლიათ ვალნტინობის დღეც კი დაგეგმოთ დრაკულას სასახლეში ან თუნდაც "ღამე მუზეუმში", მოკლედ ბევრ საინტერესო სერვისს სთავაზობს ეს ადგილი ტურისტებს.
რაც შეეხება მოგზაურობის დაგეგმვას, ქუთაისიდან საკმაოდ დაბალ ფასადაა შესაძლებელი ბილეთის შეძენა ბუქარესტში, საიდანაც ზუსტად სამი საათი დაგჭირდებათ ამ სასახლემდე მანქანით მისასვლელად.
მოკლედ, ვისაც ეს კულტურა გაინტერესებთ და გსურთ უფრო ახლოს ეზიაროთ მისგან შემორჩენილ ადგილებს, ამისათვის ბრანის სასახლე იდეალური საშუალებაა.
Comentarios