რატომ უნდა იმოგზაურო ევროპაში მარტომ?
- Personal TM
- May 10, 2018
- 2 min read
Updated: May 15, 2018

ეს პოსტი არის მათთვის, ვისაც მარტო მოგზაურობის სურვილი აქვს, სხვადასხვა მიზეზის გამო და ჯერ კდიევ არ მიუღია გადაყვეტილება. აქ ჩამოვთვლი რამდენიმე მიზეზს თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს პირველად ევროპაში:
1. სხვა ადგილებთან შედარებით უნდა ითქვას, რომ ევროპა ბევრად უსაფრთხოა, ასევე უმეტეს ქვეყნებში მოწესრიგებულია გადაადგილების სისტემა, შეგიძიათ გადმოწეროთ უამრავი აპლიკაცია, რომლებიც მორგებულია კონკრეტული ქვეყნის ან ქალაქის მატარებლების, ავტობუსების, მეტროს მარშრუტზე, რაც საგრძნობლად გაგიადვილებთ შიდა გადაადგილებას.
2. პირველი რაც Solo თრეველერს უნდა ჰქონდეს არის ინტერნეტი ტელეფონში, ამისთვის: ან აქედანვე უნდა გაიყოლოთ ნომერი როუმინგით, ან აეროპორტში იყიდოთ იმ ქვეყნის კარტა ინტერნეტით, სადაც ჩადიხართ. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი მარტივდება.
3. ეცადეთ რაც შეიძლება საჭირო და ცოტა ნივთი წაიღოთ თან, მითუმეტეს თუ სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლას აპირებთ ერთი ტურის ფარგლებში.
4. გადმოწერეთ tripadvisor-ის ან მსგავსი აპლიკაცია, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას რა უნდა ნახოთ და რატომ, ასევე აქ ნახავთ პატარა შიდა ტურებსაც, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ: ველოტური, დაივინგი და ა.შ. დამატებით მიიღებთ ინფორმაციას სად გაერთოთ, რა დააგემოვნოთ და მოკლედ საჭირო აპლიკაციაა ძალიან.
5. უმჯობესია დაჯავშნოთ სასტუმრო წინასწარ, თუმცა არც ისაა პრობლემა ქალაქში ჩასვლის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი, დაჯდებით რომელიმე კაფეში, თითქმის ყველგან არის wifi და შეგეძლებთ არჩევანის გაკეთებას ახლოს მდებარე სასტუმროებს შორის.
6. ყველაზე იაფაი ევროპის ქვეყნებს შორის გადაადგილება არის ავტობუსით ან მატარებლით, მაგალითად შეგიძლიათ მაქსიმუმ 20 ევროდ დაიძინოთ ამსტერდამიდან მიმავალ ავტობუსში და გაიღვიძოთ პარიზში.
7. ყველაზე დიდი პრობლემა მუზეუმის რიგებია და ტყუილად დაკარგული დრო, თუმცა აქაც არსებობს „ქართული“ გამოსავალი:D. თუ რომელიმე თქვენს მეგობარს აქვს ICOM-ის ბარათი, ძირითადად არსად არ ითხოვენ სახელის და გვარის შემოწმებას, მოკლედ თუ ამ ბარათს იშოვით უფასოდ და ურიგოდ შეხვალთ ძალიან ბევრ ევროპის მუზეუმში.
მოკელდ ეს არის მცირე ინფრომაცია, კონკრეტული კითხვების შემთხვევაში შეგიძიათ მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე და თქვენი „პირადი ტურ-მენეჯერი“ სხვა კონსულტაციასაც გაგიწევთ.
P.s . ის ცალკე პოსტად არის დასაწერი, რამხელა გამოცდილება და თავგადასავალია მარტო მოგზაურობა, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად გაგიზიარებთ.

Comentários