top of page

ლეონარდო და ვინჩის სახლი და მუზეუმი „ვინჩში“

  • Writer: Personal TM
    Personal TM
  • May 10, 2018
  • 1 min read

Updated: May 15, 2018



თუ გინდათ იტალიაიიდან ისე დაბრუნდეთ, რომ გარდა ყველასთვის ნაცნობი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა, რაღაც განსაკუთრებული გამოცდილება და მოგზაურობა დაგრჩეთ თან, ერთ-ერთი ასეთი თავგადასავლის საშუალებას იძლევა სოფელი „ვინჩი“_ რომლიდან ორი კილომეტრის დაშორებითაც დაიბადა ლეონარდო და ვინჩი და სწორედ აქედან აიღო თავისი გვარი. თუ ტოსკანის მიწაზე იმყოფებით, ფლორენციასა და პიზას შორის არის, ეს არც ისე ცნობილი, თუმცა საკმაოდ მიმზიდველი ადგილი.

სოფელი მდებარეობს მთაზე და შემორტყმულია ღვინისა და ზეთისხილის ბაღებით, ცენტრში არის „Guidi castle“ რომელიც თავისი ფორმის გამო ცნობილია როგორც „გემის ციხესიმაგრე“, სწორედ მის შეგნითაა განთავსებული და ვინჩის მუზეუმი „Museo Leonardiano“, სადაც ლეონარდოს ჩანახატები და გამოგონებებია დაცული. იქვეა მე-13 საუკუნის ეკლესია, რომელშიც მოინათლა მხატვარი და რომლის კედლებიც ლეონარდოსა და სხვა იქაური მხატვრების მიერაა მოხატული. მუზეუმის ტერასაზე, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება დგას Mario Ceroli-ის ქანდაკება “და ვინჩის კაცი“.

თვითონ ლეონარდოს დაბადების ადგილას სრულიად კონტრასტულ სურათს წააწყდებით, შედიხართ სოფლის სახლში სადაც აღმოაჩენთ ზოგიერთ მის რეპროდუქცია და ნახატს, თუმცა აქ ასევე დამოტაჟებულია ჰოლოგრამა, რომლითაც მხატავრი თავის ცხოვრებაზე გვიყვება. სურათი, რაც იქ დაგვხვდებათ ერთდროულად ძალიან თანამედროვე და ანტიკურია.



Comments


bottom of page