"მუზეუმფოტო" ამსტერდამში
- Personal TM
- Jun 2, 2018
- 1 min read

როდესაც ამ საოცარ ქალაქს მოინახულებთ და ჰოლანდიელი მხატვრების შემოქმედებასაც გაეცნობით, ერთი პატარა ფოტო-მაღაზია ძალიან საინტერესო სამახსოვრო ნივთს გთავაზობთ ჰოლანდიისგან. შენ შეგიძლია 10 წუთში და სულ რაღაც 13 ევროდ, გახდე იან ვერმეერის გოგონა მარგალიტის საყურით, რემბრანტი ავტოპორტრეტის ხატვისას ან ვან გოგი თავის ცნობილ ოთახში და ა.შ.
ვფიქრობ საუკეთესო შესაძლებლობაა ხელოვნების მოყვარულებისათვის, თუნდაც სულ ერთი წუთით თავი იგძნონ იმ ეპოქის ნაწილად ან პერსონაჟებად, რომლებიც დღემდე ასე ხიბლავს საზოგადოებას, თან რაც ყველაზე მთავარია ეს გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ ფოტოსურათის სახით.
Comments